სტატისტიკა
საქართველო 1000 მოსახლეზე ჰეროინის მოხმარებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ''საქართველოს მწვანეთა პარტიის'' ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გაეროსა და აშშ–ის ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში 1000მოსახლეობიდან 17ჰეროინის მომხმარებელია. ამ კუთხით ქვეყანა გაცილებით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ რუსეთს(11), სეტონეთს(10) დიდ ბრიტანეთს(5), იტალიას(5),უკრაინას(2,9), თურქეთს(0,3) და ა.შ. ექსპერტთა შეფასე–ბით, საქართველოში ჰეროინის მომხმარებელთა რაოდენობა მინიმუმ 80000ადამიანს აღწევს. სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ ნარკომანთა 78პროცენტი ჰეროინის მომხმარებელია.ჰეროინი ყველაზე სწრაფ ფიზიკურ და ინტელექტუალურ დეგრადაციას იწვევს.ნარკომანების სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვისა და სიკვდილიანობის ყველაზე დიდი პროცენტი სწორედ აღნიშნულ ნარკოსაშუალებებზე მოდის.
აღსანიშნავი, რომ ნარკომანების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მასთან დაკავშირებ–ული უმძიმესი დაავადებების–შიდსისა(დაავადებულთა 70პროცენტი ნარკომანია) და C ჰეპატიტის(აქვს ნარკომნთა 50პროცენტს)შემთხვევებიც იზრდება.ბოლო 5წლის განმავლ–ობაში შიდსით დაავადებულთა რაოდენობა–4,6–ჯერ, ხოლო Cჰეპატიტის შემთხვევები 4,4–ჯერ გაიზარდა.ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები წელიწადში 2500–3000შემთხვევას აღწევს.ნარკოტიკების მოხმარება ყველაზე ხშირია 21–დან 40წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში.
- http://nini-ninijash-qimia.blogspot.com/2010/01/blog-post_09.html
No comments:
Post a Comment