საქართველო 100 მოსახლეზე ჰეროინის მოხმარებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ''საქართველოს მწვანეთა პარტიის'' ლიდერმა გიო–გი გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გაეროსა და აშშ–ის ადმინისტრაციის მონაცე–მებით, საქართველოში 1000მოსახლეობიდან 17ჰეროინის მომხმარებელია. ამ კუთხით, ქვეყანა გაცილებით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ რუსეთს(11), ესტონეთს(10), დიდ ბრიტანეთს(5), იტალიას(5), თურქეთს(0,3),უკრაინას(2,9) და ა.შ. ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში ჰეროინის მომხმარებელთა რაოდენობა მინიმუმ 80000 ადამიანს აღწევს. სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ ნარკომანთა78% ჰეროინის მომხმარბელია. ჰეროინი ყველაზე სწრაფ ფიზიკურ და ინტელექტუალურ დეგრადაციას იწვევს. ნარკო–მანების სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვისა და სიკვდილიანობის ყველაზე დი–დი პროცენტი სწორედ აღნიშნულ ნარკოსაჰშუალებებზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ ნარკომანების ზრდასთან ერთად, მასთან დაკავშირებული უმძიმე–სი დაავადებების–შიდსისა(დაავადებულთა70%ნარკომანია) და C ჰეპატიტის(აქვს ნარკ–ომანთა 50%–ს)შემთხვევებიც იზრდება. ბოლო 5წლის განმავლობაში შიდსით დაავადებ–ულთა რაოდენობა 4,6–ჯერ გაიზარდა, ხოლო Cჰეპატიტის შემთხვევები 4,4–ჯერ გაიზა–რდა.ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები წელიწადში 2500 –3000 შემთხვევას აღწევს.ნარკოტიკების მოხმარება ყველაზე ხშირია 21–დან 40წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში.
http://nini-ninijash-qimia.blogspot.com/2010/01/blog-post_09.html
No comments:
Post a Comment