Friday, January 11, 2013

ისტორია

    მეცნიერები ვარაუდობენ რომ ნარკოტიკი აღმოჩენილ იქნა სამრეთ ევროპაში, ბოდენის ტბასთან, არქეოლოგიური გათხრებისას.ამ გარემოებამ ისტორიკოსებს მისცა საფუძველი, ევარაუდად, რომ ნარკოტიკული მცენარეების პლანტაციები, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანში უნდა ყოფილიყო ცნობილი. ყველაზე ძველი ისტორია ოპიუმის მოხმარებასთანაა დაკავ–შირებული. ევროპის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად ნაპოვნი ქვის ხანის ექსპონატე–ბი–ძველეგვიპტური ხელნაწერები, გვაწვდიან რიტუალურ–მისტიკურ ტრადიციებს ''ყაყ–აჩოს'' მცენარესთან დაკავშირებით.ამ ნარკოტიკულ საშუალებას იყენებდნენ ტანჯვის შესამსუბუქებლად.
   ჯ. ჯანაშიას მოძიებულ ისტორიულ წყაროებში ''სიხარულის მცენარე''–კანაფს უწოდებ–დნენ, რომელიც პლანეტაზე ყველაზე გავრცელებული ბუნებრივი ნარკოტიკია.ავტორი გადმოგვცემს, რომ დაახლოებით,2700წლის წ. ჩ.ვ. აღ–მდე ჩინეში, იმპერატორი ნენ–ნონ–გი მას იყენებდა როგორც ტკივილგამაყუჩებელ და ფსიქიკური აშლილობის საწინააღმდ–ეგო პრეპარატს.
   ცენტრალური და ჩრდილო ამერიკის ტერიტორიაზე ინდიელების სამარხების კომპლე–სების კედლებზე აღმოჩენილია ადამიანთა გამოსახულებანი, რომლებიც კოკას ფოთლებს ღეჭავენ. დათარიღებულია მესამე ათასწლეულით ჩ.ვ.აღ–მდე.ბერძენი ისტორიკოსი ჰე–როდოტე, კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მცხოვრები, მასაგეტების ტომის შესახებ იუწყებოდა, რომ ისინი სხდებოდნენ ხის გარშემო, ანთებულ ცეცხლში ყრიდნენ მცენარ–ეებს და ნაყოფის დაწვის შედეგად  გამოყოფილი ბოლით განიცდიდნენ თრობას.
   ოპიუმი ძირითადად შემოდიოდა და ვრცელდებოდა თურქეთიდან და არაბეთიდან, ხოლო საქმიანმა ინგლისელებმა ინიციატივა განავითარეს და შემდგომში თვითონ გახდნენ მსოფლიოში ნარკოტიკების მასიურად მწარმოებელი ქვეყნის წარმომადგენლე–ბი.ბრიტანელებმა თავისი კოლონიების ტერიტორიებზე, მაგალითად, ინდოეთში მე–18 საუკუნის ბოლოს დაიწყეს ნარკოტიკის მასიურად მოყვანა პლანტაციებზე და ხელი მიჰყვეს ოპიუმის წარმოებას. ყოველივე მზადდებოდა მეზობელ, მუსლიმურ ქვეყნებში გასატანად, განსაკუთრებით კი გაჰქონდათ ჩინეთში.
 http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000383/amiran%20mosuliSvili%20narkomaniis%20kriminologiuri%20daxasiaTeba%20da%20masTan%20brZolis%20aspeqtebi.pdf




http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000383/amiran%20mosuliSvili%20narkomaniis%20kriminologiuri%20daxasiaTeba%20da%20masTan%20brZolis%20aspeqtebi.pdf
           

No comments:

Post a Comment