Sunday, January 13, 2013

მეტადონი

    ნარკომანია უკვე აღარც გაკვირვებას, აღარც სინანულს იწვევს  საზოგადოებაში. სტატ–ისტიკა საგანგაშოა. სახელმწიფო ამ პრობლემის გადაჭრას მეტადონის ჩანაცვლებით  გვთავაზობს. თანამედროვე მედიცინა ოპიოიდებზე დამოკიდებულებას ანუ ოპიოიდურ ნარკომანიას განიხილავს, როგორც დაავადებას ისე, რომელიც რეციდივებით ანუ გამწვა–ვებებით მიმდინარეობს. ოპტიმალურად აღიარებულია, მკურნალობის ისეთი მეთოდე–ბი, რომლებიც თავიდანვე ორიენტირებულია ნარკოტიკების მიღების შეწყვეტაზე, მაგრ–ამ სამწუხაროდ, როგორც მრავალწლიანმა საერთაშორისო  გამოცდილებამ აჩვენა, ასეთი მკურნალობის ეფექტურობა არც ისე მაღალია. ამასთან დაკავშირებით შემოღებულ იქნა მკურნალობის განსხვავებული მეთოდი, ე.წ. ჩანაცვლების თერაპია რომელიც გულისხმ–ობს შედარებით ხანგრძლივი ვადით პაციენტისათვის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული სშუალებების მიცემას. ჩანაცვლებით თერაპია პირველად შემოღებულ იქნა,აშშ–ში 60–იან წლებში და ამჟამად მსოფლიოს  მრავალ  ქვეყანაშია დანერგილი:საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ჩეხეთი, ლიტვა, პოლონეთი, ირანი, აზერბაიჯანი, იტალია და ა.შ.
    ამჟამად ჩანაცვლებითი თერაპიისათვის, თავისი სპეციფიკური სამკურნალო თვისებ–ების გამო,, ძირითადად გამოიყენება მეტადონის ჰიდროქლორიდი. თუმცა უკანასკნელ წლებში, ხშირად იყენებენ შედარებით ნაკლებ ნარკოგენულ პრეპარატ ბუპრენორფინსაც. მეტადონი ხანგძლივი(24–36სთ) მოქმედების სინთეზური ნარკოტიკული საშუალებაა. როდესაც იგი გამოიყენება ჩანაცვლებითი თერაპიისათვის, შესაბამისი დოზებით,  მნი–შვნელოვნად ამცირებს ნარკოტიკების მოთხოვნილებას და აღმოფხვრის აღკვეთის სინდ–რომის ნიშნებს.
  
http://tavisupalisitkva.blogspot.com/2009/10/blog-post_4330.html         

No comments:

Post a Comment