Sunday, January 13, 2013

მეტადონი

    ნარკომანია უკვე აღარც გაკვირვებას, აღარც სინანულს იწვევს  საზოგადოებაში. სტატ–ისტიკა საგანგაშოა. სახელმწიფო ამ პრობლემის გადაჭრას მეტადონის ჩანაცვლებით  გვთავაზობს. თანამედროვე მედიცინა ოპიოიდებზე დამოკიდებულებას ანუ ოპიოიდურ ნარკომანიას განიხილავს, როგორც დაავადებას ისე, რომელიც რეციდივებით ანუ გამწვა–ვებებით მიმდინარეობს. ოპტიმალურად აღიარებულია, მკურნალობის ისეთი მეთოდე–ბი, რომლებიც თავიდანვე ორიენტირებულია ნარკოტიკების მიღების შეწყვეტაზე, მაგრ–ამ სამწუხაროდ, როგორც მრავალწლიანმა საერთაშორისო  გამოცდილებამ აჩვენა, ასეთი მკურნალობის ეფექტურობა არც ისე მაღალია. ამასთან დაკავშირებით შემოღებულ იქნა მკურნალობის განსხვავებული მეთოდი, ე.წ. ჩანაცვლების თერაპია რომელიც გულისხმ–ობს შედარებით ხანგრძლივი ვადით პაციენტისათვის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული სშუალებების მიცემას. ჩანაცვლებით თერაპია პირველად შემოღებულ იქნა,აშშ–ში 60–იან წლებში და ამჟამად მსოფლიოს  მრავალ  ქვეყანაშია დანერგილი:საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ჩეხეთი, ლიტვა, პოლონეთი, ირანი, აზერბაიჯანი, იტალია და ა.შ.
    ამჟამად ჩანაცვლებითი თერაპიისათვის, თავისი სპეციფიკური სამკურნალო თვისებ–ების გამო,, ძირითადად გამოიყენება მეტადონის ჰიდროქლორიდი. თუმცა უკანასკნელ წლებში, ხშირად იყენებენ შედარებით ნაკლებ ნარკოგენულ პრეპარატ ბუპრენორფინსაც. მეტადონი ხანგძლივი(24–36სთ) მოქმედების სინთეზური ნარკოტიკული საშუალებაა. როდესაც იგი გამოიყენება ჩანაცვლებითი თერაპიისათვის, შესაბამისი დოზებით,  მნი–შვნელოვნად ამცირებს ნარკოტიკების მოთხოვნილებას და აღმოფხვრის აღკვეთის სინდ–რომის ნიშნებს.
  
http://tavisupalisitkva.blogspot.com/2009/10/blog-post_4330.html         

Friday, January 11, 2013

ისტორია

    მეცნიერები ვარაუდობენ რომ ნარკოტიკი აღმოჩენილ იქნა სამრეთ ევროპაში, ბოდენის ტბასთან, არქეოლოგიური გათხრებისას.ამ გარემოებამ ისტორიკოსებს მისცა საფუძველი, ევარაუდად, რომ ნარკოტიკული მცენარეების პლანტაციები, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანში უნდა ყოფილიყო ცნობილი. ყველაზე ძველი ისტორია ოპიუმის მოხმარებასთანაა დაკავ–შირებული. ევროპის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად ნაპოვნი ქვის ხანის ექსპონატე–ბი–ძველეგვიპტური ხელნაწერები, გვაწვდიან რიტუალურ–მისტიკურ ტრადიციებს ''ყაყ–აჩოს'' მცენარესთან დაკავშირებით.ამ ნარკოტიკულ საშუალებას იყენებდნენ ტანჯვის შესამსუბუქებლად.
   ჯ. ჯანაშიას მოძიებულ ისტორიულ წყაროებში ''სიხარულის მცენარე''–კანაფს უწოდებ–დნენ, რომელიც პლანეტაზე ყველაზე გავრცელებული ბუნებრივი ნარკოტიკია.ავტორი გადმოგვცემს, რომ დაახლოებით,2700წლის წ. ჩ.ვ. აღ–მდე ჩინეში, იმპერატორი ნენ–ნონ–გი მას იყენებდა როგორც ტკივილგამაყუჩებელ და ფსიქიკური აშლილობის საწინააღმდ–ეგო პრეპარატს.
   ცენტრალური და ჩრდილო ამერიკის ტერიტორიაზე ინდიელების სამარხების კომპლე–სების კედლებზე აღმოჩენილია ადამიანთა გამოსახულებანი, რომლებიც კოკას ფოთლებს ღეჭავენ. დათარიღებულია მესამე ათასწლეულით ჩ.ვ.აღ–მდე.ბერძენი ისტორიკოსი ჰე–როდოტე, კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მცხოვრები, მასაგეტების ტომის შესახებ იუწყებოდა, რომ ისინი სხდებოდნენ ხის გარშემო, ანთებულ ცეცხლში ყრიდნენ მცენარ–ეებს და ნაყოფის დაწვის შედეგად  გამოყოფილი ბოლით განიცდიდნენ თრობას.
   ოპიუმი ძირითადად შემოდიოდა და ვრცელდებოდა თურქეთიდან და არაბეთიდან, ხოლო საქმიანმა ინგლისელებმა ინიციატივა განავითარეს და შემდგომში თვითონ გახდნენ მსოფლიოში ნარკოტიკების მასიურად მწარმოებელი ქვეყნის წარმომადგენლე–ბი.ბრიტანელებმა თავისი კოლონიების ტერიტორიებზე, მაგალითად, ინდოეთში მე–18 საუკუნის ბოლოს დაიწყეს ნარკოტიკის მასიურად მოყვანა პლანტაციებზე და ხელი მიჰყვეს ოპიუმის წარმოებას. ყოველივე მზადდებოდა მეზობელ, მუსლიმურ ქვეყნებში გასატანად, განსაკუთრებით კი გაჰქონდათ ჩინეთში.
 http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000383/amiran%20mosuliSvili%20narkomaniis%20kriminologiuri%20daxasiaTeba%20da%20masTan%20brZolis%20aspeqtebi.pdf




http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000383/amiran%20mosuliSvili%20narkomaniis%20kriminologiuri%20daxasiaTeba%20da%20masTan%20brZolis%20aspeqtebi.pdf
           

დანაშაული თუ ავადმყოფობა?

     ნარკომანია არის დაავადება, რომელიც ვითარდება ნარკოტიკულ საშუალებათა სისტ–ემატური მოხმარების შედეგად და ვლინდება ნარკოტიკის მიღების დაუძლეველი ან ძნელად დასაძლევი მოთხოვნილების სახით. სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიება, როგორც წამალდამოკიდებულება, რაც კარგად ასახავს დაავადების ძირითად სიმპტომს–ნარკოტიკზე ფიზიკურ და ფსიქიკურ დამოკიდებულებას. ჩემი აზრით, ნარკომანია დაა–ვადებასთან ერთად დანაშაულიც არის. ნარკომანის ფიქრი კონცენტრირებულია, თუ როგორ იშოვოს ყოველი ახალი დოზა, და მისთვის მნიშვნელობა არა აქვს თუ როგორ მოახერხებს ამას, ის ყველაფერზეა წამსვლელი.
                     
   
hhttp://blogger.ge/post/1879tp://blogger.ge/post/1879
                     

ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული შედეგები

    სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერება სხვადასხვაგვარად მოქმედებს ადამიანზე.ძი–რითადად სამი სახის ზემოქმედებას განასხვავებენ, ესენია:სტიმულაცია, დეპრესანტი და  ფსიქოაქტიურობა.ნარკოტიკები ნივთიერებებია, რომელთა მოხმარებას შეუძლია პიროვ–ნება მიიყვანოს ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბებამდე, ე. ი. მდგომარეობამდე, რომლის დროსაც,ადამიანი განიცდის ამ საშუალებების რეგულარუ–ლად მიღების მოთხოვნილებას.ფიზიკური დამოკიდებულების ქვეშ იგულისხმება ორგ–ანიზმის დამოკიდებულება, რომელიც ხასიათდება დამოკიდებულების გამომწვევი ნი–ვთიერების მიღების შეწყვეტის დროს აბსტინენტური სინდრომის განვითარებით. აბსტ–ინენტურ სინდრომში მოიაზრება:თავის ტკივილი, კუნთებსა და სახსრებში ტკივილი, სურდო, კუჭ–ნაწლავის მოშლილობა, უძილობა, კრუნჩხვები და ა.შ.
   უკანასკნელ პერიოდში შეიმჩნევა ცვლილებები ნარკოტიკების მოხმარების მოტივების ხასიათში. მთავარი მოტივია:სიამოვნების წყურვილი, მწვავე შეგრძნებების განცდა და ეიფორიის განცდის სურვილი. ნარკომანი ფსიქიკურად დეგრადირებულია.ხდება ადამ–იანის აქტივობის პრაქტიკულად სრული დაქვეითება, ადვილად იღლება, ხდება აფეტუ–რი და მშფოთვარე.ჰშემდეგ, ნარკომანები ხდებიან, ზედმეტად უინიციატივონი, მათი აზროვნება ზერელე და შეზღუდულია. აღინიშნება ნებისყოფის აბსოლუტური გაქრობა.
                                             
        http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000383/amiran%20mosuliSvili%20narkomaniis%20kriminologiuri%20daxasiaTeba%20da%20masTan%20brZolis%20aspeqtebi.pdf                                   

სტატისტიკა

    საქართველო 100 მოსახლეზე ჰეროინის მოხმარებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ''საქართველოს მწვანეთა პარტიის'' ლიდერმა გიო–გი გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გაეროსა და აშშ–ის ადმინისტრაციის მონაცე–მებით, საქართველოში 1000მოსახლეობიდან 17ჰეროინის მომხმარებელია. ამ კუთხით, ქვეყანა გაცილებით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ რუსეთს(11), ესტონეთს(10), დიდ  ბრიტანეთს(5), იტალიას(5), თურქეთს(0,3),უკრაინას(2,9) და ა.შ. ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში ჰეროინის მომხმარებელთა რაოდენობა მინიმუმ 80000 ადამიანს აღწევს. სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ ნარკომანთა78% ჰეროინის მომხმარბელია. ჰეროინი ყველაზე სწრაფ ფიზიკურ და ინტელექტუალურ დეგრადაციას იწვევს. ნარკო–მანების სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვისა და სიკვდილიანობის ყველაზე დი–დი პროცენტი სწორედ აღნიშნულ ნარკოსაჰშუალებებზე მოდის.
   აღსანიშნავია, რომ ნარკომანების ზრდასთან ერთად, მასთან დაკავშირებული უმძიმე–სი დაავადებების–შიდსისა(დაავადებულთა70%ნარკომანია) და C ჰეპატიტის(აქვს ნარკ–ომანთა 50%–ს)შემთხვევებიც იზრდება. ბოლო 5წლის განმავლობაში შიდსით დაავადებ–ულთა რაოდენობა 4,6–ჯერ გაიზარდა, ხოლო Cჰეპატიტის შემთხვევები 4,4–ჯერ გაიზა–რდა.ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები წელიწადში 2500   –3000 შემთხვევას აღწევს.ნარკოტიკების მოხმარება ყველაზე ხშირია 21–დან 40წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში.
      http://nini-ninijash-qimia.blogspot.com/2010/01/blog-post_09.html